23:01 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-02 19:24:43, 1027 ნახვა

პოლიტიკა
3 თებერვალს, 12 საათზე, რეჟიმის ახალი კანონების გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტის უკან იკრიბებიან

3 თებერვალს, 12 საათზე, რეჟიმის ახალი კანონების გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტის უკან იკრიბებიან.

"რუსული კანონის" მიღების შემდეგ მოვედით იმ რეალობამდე, რის საფრთხეზეც იმ პერიოდში ხშირად ვსაუბრობდით: რეჟიმი გეგმავს მიიღოს "ივანიშვილის კანონი საქართველოს წინააღმდეგ," რომელიც ფაქტობრივად სრულად უზღუდავს საქმიანობას ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფალ მედია გამოცემებს, საქართველოს მოქალაქეებს უკრძალავს უცხოეთიდან რაიმე სახის რესურსის მიღებას სასურველი საქმიანობისთვის - სასჯელის ზომად გათვალისწინებულია 6 წლამდე ვადით პატიმრობა.

ამ კანონის საფუძველზე, საჭიროების და სურვილის შესაბამისად, რეჟიმი მიადგება ნებისმიერ მოქალაქეს, პოტენციური მსხვერპლია მთელი საქართველო.

ასევე ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ყველა მეწარმე სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურად იაქტიურებს (ხმას გაიღებს) პირველ ჯერზე დაჯარიმდება 20 ათასი ლარით, განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის წესით პატიმრობა ემუქრება.

სანამ ჯერ კიდევ შეგიძლია ხმის ამოღება და წინააღმდეგობის გაწევა, სანამ ჯერ კიდევ არაა დახშული თავისუფლების ყველა ფანჯარა - გამოდი დიქტატურის დამყარების მცდელობის წინააღმდეგ!
ივანიშვილის პარლამენტს "კანონი საქართველოს წინააღმდეგ" პირველი მოსმენით დასამტკიცებლად გააქვს პლენარულ სხდომაზე.

სამშაბათს, 12 საათზე, ვიკრიბებით პარლამენტის უკან!
დაიცავი შენი თავისუფლება!" - ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics