|
2026-02-02 12:42:23, 672 ნახვა
პოლიტიკა
რეჟიმის პარლამენტში დაინიცირდა პროექტი, რომელიც ფასების რეგულირებაზე კომისიის შექმნას გულსხმობს
პარლამენტში ინიცირებულია დადგენილების პროექტი, რომელიც ფასების რეგულირების საკითხებზე სპეციალური დროებითი კომისიის შექმნას ითვალისწინებს. “სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია“ – ასე ერქმევა კომისიას, რომლის შექმნის გადაწყვეტილებას პარლამენტი 3 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მიიღებს. ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, დადგენილების მიღების შემდეგ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კომისიაში თითოეული ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფისთვის კვოტებს განსაზღვრავს. მისი ინფორმაციით, 3 და 4 თებერვალი დროებითი კომისიის ჩამოყალიბებას დაეთმობა. კომისია მუშაობას 5 თებერვლიდან დაიწყებს. დროებით საპარლამენტო კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა უხელმძღვანელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)