|
2026-01-30 23:05:28, 880 ნახვა
პოლიტიკა
იგორ გიორგაძე უარყოფს ენგურის ხიდთან სატვირთო ტერმინალის მშენებლობის პროექტში მონაწილეობას
რუსეთში მცხოვრებმა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იგორ გიორგაძემ, განაცხადა, რომ ის არ მონაწილეობს ენგურის ხიდთან სატვირთო ტერმინალის მშენებლობის პროექტში, რომლის მიზანიც ოკუპირებული აფხაზეთიდან ტვირთების ტრანზიტია. მანამდე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება "მსოფლიო ხალხთა ასამბლეის" მხარდაჭერით, "მსოფლიო ხალხთა ასამბლეა" არის კავშირი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისა, რომლებიც „იზიარებენ და ავითარებენ ევრაზიული ინტეგრაციის, მსოფლიოს დაცვისა და მეგობრობის განმტკიცების, თანხმობის, პარტნიორობისა და ერებს შორის კეთილმეზობლობის იდეებსა და ღირებულებებს. მისი ხელმძღვანელია ანდრეი ბელიანინოვი, რუსი ჩინოვნიკი, რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ყოფილი უფროსი, ხოლო მისი ერთ-ერთი მოადგილეა იგორ გიორგაძე, ხელმძღვანელი არაკომერციული ორგანიზაციისა „საქართველო საზღვარგარეთ“. მას შემდეგ, რაც სოხუმმა პროექტში გიორგაძის შესაძლო ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება, რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზამ“ თემაზე სტატია მოამზადა და კომენტარისთვის იგორ გიორგაძესაც დაუკავშირდა სოციალური ქსელების საშუალებით. რაზეც მან უპასუხა, რომ კომენტარს გააკეთებდა „საჯაროდ უკვე წარმოდგენილ ვერსიებზე, ფაქტებსა და ვარაუდებზე, თავისი პირობებითა და თავისსავე პლატფორმაზე“. მოგვიანებით გიორგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "კეთილი ადამიანები" აფხაზური მხრიდან „განზრახ ამახინჯებდნენ“ მის როლს ნახსენებ ბიზნესპროექტში. ამასთან, მან დადებითად შეაფასა სატრანსპორტო დერეფნის პერსპექტივები „რუსეთიდან აფხაზეთის, საქართველოს გავლით და შემდგომ კავკასიამდე, თურქეთამდე, ირანამდე, ახლო აღმოსავლეთამდე და ასევე დიდი აბრეშუმის გზის გასწვრივ“. "ჩემდა სამწუხაროდ, რიგი გარემოებების გამო, მე არა მხოლოდ ვერ ვიქნები ამ გრანდიოზული პროექტის ორგანიზატორი, არამედ მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რაიმე ფორმით შევიტანო წვლილი მის განხორციელებაში“, - დაწერა გიორგაძემ. მან გააკრიტიკა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაც, რომელიც, მისი სიტყვებით, ხელს უშლის „მშობლიურ საქართველოში“ დაბრუნების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესის დასრულებას, მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლმა მისი სახელი ძებნილ პირთა სიიდან ამოიღო. მან კომენტარი გააკეთა ასევე სოციალური ქსელების აფხაზი მომხმარებლების მოსაზრებებზე აფხაზეთის ომში მის მონაწილეობაზე და განაცხადა, რომ „თავის ხელქვეითებთან ერთად ის ეწინააღმდეგებოდა მის [ომის] დაწყებას და ყველაფერი გააკეთა, რაც შესაძლებელი და შეუძლებელი იყო, რათა შეეჩერებინა ორი ხალხისთვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი ომი“.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)