00:59 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-29 19:11:10, 635 ნახვა

პოლიტიკა
ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ჯგუფურად ძალადობის საქმეზე ბრალი წარედგინა

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის საქმეზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყება შარაშიძისთვის აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 იანვარს, ოზურგეთში, ერთ-ერთ რესტორანში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ორ პირთან ერთად ურთიერთშელაპარაკებისას ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადა პოლიციის თანამშრომელზე, რომელიც იმ დროისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მალევე დააკავეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით შარაშიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება – ცნობილია, რომ ამ ეტაპზე ორი პირი მიმალვაშია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათი დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics