|
2016-03-29 12:52:34, 1150 ნახვა
მსოფლიო
ეგვიპტეში გატაცებულ თვითმფრინავში ამ დროისთვის მხოლოდ ეკიპაჟის წევრები და 4 მგზავრი იმყოფება
ეგვიპტეში გატაცებულ სამგზავრო თვითმფრინავში ამ დროისთვის მხოლოდ ეკიპაჟის წევრები და 4 მგზავრი იმყოფება. ეგვიპტულმა ტელევიზიამ სავარაუდო ტერორისტის ფოტოსურათიც გამოაქვეყნა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. როგორც საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, მგზავრებს შორის დიდი ბრიტანეთის 3 მოქალაქეა. გამტაცებელმა დანარჩენ მგზავრებს ბორტის დატოვების უფლება მისცა. მედია ინფორმაციის ცნობით, პირებს შორის, რომელიც გამტაცებელმა გაუშვა, უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 80-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ეგვიპტური მედიის ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავის გამტაცებელი ვინმე იბრაჰიმ სამაჰაა, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობს და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია. არაოფიციალური მონაცემებით, ის ეთნიკური ეგვიპტელი ან ლიბიელია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)