|
2026-01-29 11:07:06, 1320 ნახვა
სამართალი
ოჯახის წევრის მიმართ არაადამიანური მოპყრობის, ცემისა და გაუპატიურების ბრალდებით ერთი კაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, გაუპატიურების, არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით - 2007 წელს დაბადებული ს.ჟ. დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა, ასევე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა - 2005 წელს დაბადებულ ქ.შ.-ს. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, ქ.შ.-მ თვითმკვლელობა სცადა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.ჟ. ბრალდებულის სახით დააკავეს" - წერია განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე, 11 პრიმა 151-ე, 11 პრიმა 187-ე, 144-ე ტერცია და 126-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)