|
2026-01-27 13:10:49, 848 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში ირწმუნებიან, რომ ბრიტანელი ჯაშუში გამოავლინეს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნება, რომ ბრიტანელი ჯაშუში გამოავლინეს. მათ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 26 იანვარს უწყების ოფისში მიიყვანეს დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, კულდიპ სინგჰი. სინგჰს ბრალად ედება "უცხოურ სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირი". "აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთარი კავშირების გამოყენებით ის ამუშავებდა პროექტს, რომელიც საშუალებას მისცემდა, მიეღო მონაცემები აფხაზეთის დასახლებულ პუნქტთა, სამხედრო ობიექტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის განლაგებაზე." - ნათქვამია ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. ე.წ. უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ სინგჰი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე თბილისის მიერ კონტროლირებული მხრიდან შევიდა. ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის უწყებამ გაავრცელა სინგჰის დაკითხვის ვიდეოც, რომელშიც ის ამბობს, რომ ლონდონის პოლიციის სადაზვერვო დანაყოფში 13 წელზე მეტი მუშაობდა, თუმცა სამსახური კორუფციის გამო დატოვა. მისივე თქმით, ამის შემდეგ, ის 10 თვის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა, შემდეგ კი საქართველოში გადავიდა. ბრიტანელის თქმით, აფხაზეთში ის ასწავლიდან ინგლისურს და ფლობდა ბილიარდის ბიზნესს. მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში "ლეგალურად ცხოვრების საბუთი" ვერ მიიღო, რადგან მის ბრიტანულ პასპორტს ვადა გაუვიდა. მარიონეტული რეჟიმის უწყების თქმით, სინგჰი ენგურის ხიდის გავლით გააძევეს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)