|
2026-01-27 11:31:10, 751 ნახვა
პოლიტიკა
უნგრეთი და სლოვაკეთი EU-ს უჩივლებენ რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტის გეგმის გამო
უნგრეთი და სლოვაკეთი გეგმავენ, ევროკავშირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანონ REPowerEU-ის გეგმის გამო, რომელიც რუსული ნაავთობისა და გაზის იმპორტის ეტაპობრივ შეწყვეტას ითვალისწინებს. ეს განცხადება ოფიციალურმა პირებმა 26 იანვარს გააკეთეს. ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ამტკიცებენ, რომ EU-ის ეს გადაწყვეტილება მათ "ეროვნულ ინტერესებს აზიანებს". "როგორც კი REPowerEU-ის შესახებ გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოქვეყნდება, უნგრეთი სარჩელს შეიტანს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ საშუალებას, რათა ეს გადაწყვეტილება გაუქმდეს", - დაწერა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ X-ზე. რაც შეეხება სლოვაკეთს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს "სამართლიანი, რეალისტური და სოციალურად მდგრადი გარდამავალი პროცესი ყველა წევრი სახელმწიფოსთვის" და არ უნდა აწარმოოს პოლიტიკა, რომელიც უგულებელყოფს "ცალკეული ქვეყნების რეალურ შესაძლებლობებსა და კონკრეტულ გარემოებებს". სლოვაკეთი და უნგრეთი არიან ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ ზღვაზე გასასასვლელი, ისინი გეოგრაფიულად უკრაინას ესაზღვრებიან, ხოლო ისტორიულად - დიდი ხანია დამოკიდებული არიან რუსულ ნავთობსა და გაზზე. უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი და სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეები არიან, ასევე, ისინი ხმამაღლა ეწინააღმდეგებიან რუსეთთან ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტას. 26 იანვარს ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია ევროკავშირში რუსული როგორც მილსადენის გაზის, ისე თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის შესახებ. რეგულაციის თანახმად, აიკრძალება რუსული მილსადენის გაზისა და თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტი ევროკავშირში. აკრძალვა ძალაში შევა რეგულაციის გამოქვეყნებიდან ექვსი კვირის შემდეგ. ეს ეტაპობრივი მიდგომა შეამცირებს გავლენას ფასებსა და ბაზრებზე. სრული აკრძალვა თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტზე 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება, ხოლო მილსადენიდან იმპორტზე - 2027 წლის შემოდგომიდან.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)