|
2026-01-26 18:14:50, 1404 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კონცეპტი "Winter Jazz Bakuriani 2026" ფესტივალის წარმდგენია
თიბისი კონცეპტი ქვეყანაში კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და უკვე, 15 წელია ჯაზფესტივალების მთავარი წარმდგენია. წელს პირველად, 14 და 15 თებერვალს, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ზამთრის ჯაზფესტივალი ბაკურიანში გაიმართება. ბაკურიანის მთების ზამთრის სცენას, ორი დღის განმავლობაში, თანამედროვე ჯაზის არტისტები და ბენდები დაიკავებენ. "Winter Jazz Bakuriani 2026"-ის სტუმრები მოისმენენ, როგორც ვინტაჟური მელოდიების გრუვსა და თანამედროვე ბრიტანულ სოულ-ფანკს, ასევე ბრას ბენდებს, ელექტრო მუსიკისა და ჯაზის ელემენტების სინთეზსა და სხვა. 14 თებერვალი:
15 თებერვალი:
თიბისი კონცეპტის წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათის მფლობელებს, 26 იანვრის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ. წინასწარი გაყიდვის შემდეგ, თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათებზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება. "Winter Jazz Bakuriani 2026" ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „ისთერნ ფრომოუშენსი“. ფესტივალს სასტუმრო "კოხტა-ბაკურიანის" ტერასა უმასპინძლებს. 2011 წლიდან თიბისი კონცეპტი სისტემურად უჭერს მხარს საქართველოში ჯაზფესტივალების სერიას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თანამედროვე მუსიკის განვითარებასა და საერთაშორისო კულტურული პროცესების გაძლიერებას. სწორედ, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური მოვლენები შეიქმნა და განვითარდა. მათ შორისაა შავი ზღვის და თბილისის ჯაზფესტივალები, კახეთის ჯაზისა და ღვინის ფესტივალი "Jazz & Wine Kakheti", ასევე ზამთრის ჯაზფესტივალი, რომელმაც, 2024 წელს, გუდაურში აიღო სტარტი და წელს პირველად ბაკურიანის სცენაზე გადაინაცვლა. თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გამართული "Winter Jazz Bakuriani 2026" კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისის მუდმივ ჩართულობას კულტურული ცხოვრების გაძლიერებაში და თანამედროვე მუსიკის მხარდაჭერაში.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)