2016-03-29 10:34:26, 429 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: ყველა პროევროპული პარტია, მიესალმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დროულად ამოქმედებას
„ყველა პროევროპული პარტია მიესალმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დროულად ამოქმედებას“,-ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ევროპის სახალხო პარტიის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ იმ პარტიათა წარმომადგენლები, რომლებთანაც შეხვედრა გაიმართება, მკაფიოდ დაადასტურებენ, რომ საქართველო მზად არის მიიღოს უვიზო მიმოსვლა ევროპასთან.
ყველა პროევროპული პარტია, მიესალმება ვიზალიბერალიზაციის დროულად ამოქმედებას საქართველოსთვის და ამ მნიშვნელობაზე გაამახვილებენ ყურადღებას,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დღეს საქართველოში ჩამოდის. ჟოზეფ დოლის თბილისში საღამოს ელოდებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან