15:55 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-09 19:26:02, 1311 ნახვა

ეკონომიკა
ეროვნული ბანკი ხელბურთისადმი მიძღვნილ ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტას უშვებს

ქართული ხელბურთის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული ბანკი საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობისადმი მიძღვნილ ერთი ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტას უშვებს.

ხელბურთის თემაზე მონეტის გამოშვების თხოვნით საქართველოს ეროვნულ ბანკს ხელბურთის ფედერაციამ მიმართა. აღნიშნული თხოვნა სებ-ის საბჭომ განხილვის შედეგად დააკმაყოფილა.

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მიიღებს მონაწილეობას. პირველად ქართველმა სპორტსმენებმა 2022 წელს მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური და მონაწილეობა მიიღეს უდიდეს სახელბურთო ფორუმში. აღსანიშნავია ისიც, რომ 2026 წელს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის დაარსებიდან 70 წელი სრულდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics