|
2016-03-28 15:57:08, 2682 ნახვა
Lifestyle
ირინა სარიშვილი: აგერ ნახავთ, თუ მომავალი არჩევნებისთვის პირველი ოპოზიციონერი ისევ ბიძინა არ გახდეს
ბიძინა ივანიშვილი ისე დაუწყებს ამ მთავრობას ბრძოლას, გეგონება მე მოვიყვანე. ჯერ არ უქნია ამდაგვარი რამე თუ რა? - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პოლიტიკური მოძრაობა "იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა კოალიცია „ქართული ოცნება“ „რესპუბლიკელებმა“ დატოვონ. როგორც სარიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს ბიძინას უნდა ყველაფერში პირველი იყოს. „მოკლედ ვაი ამ ხუმრობას და მგონი არ ვხუმრობ!“ - აღნიშნავს პოლიტიკოსი. რესპუბლიკელები ხო მიდიან "ოცნებიდან"? ნუ თუ დღეს არა ხვალ წავლენ... ალასანია სადაცაა ხო ვიცით? გირჩები და მომავალი რკოები სად მოიყრიან თავს მაგასაც ხო ვხვდებით? ალბათ მარგველაც.... ხოდა ბიძინას კიდევ ყველაფერში პირველი ხო უნდა რო იყოს? უნდა... პირველი მინისტრიდან ხო გახდა პირველი მოქალაქე? გახდა... პირველი ექსპერტი არის? არის. პირველი ფილოსოფოსი და ნიცშეს რისხვა ხო არის და არის... აგერ ნახავთ, თუ მომავალი არჩევნებისთვის პირველი ოპოზიციონერიც არ გახდეს! ადრეც ხო თქვა... მოკლედ, ვინც ზემოთ ჩამოვთვალე, და კიდევ ვინ დაემატება, ჯერ ვერ გეტყვით, სავარაუდოდ მათ "ოპოზიციონერი" ლიდერი ისევ ბიძინა ეყოლებათ! ისე დაუწყებს ამ მთავრობას ბრძოლას, გეგონება მე მოვიყვანე. ჯერ არ უქნია ამდაგვარი რამე თუ რა? მოკლედ ვაი ამ ხუმრობას და მგონი არ ვხუმრობ! (კრამერ პროწივ კრამერა ნანახი ექნება ალბათ ვოტ ტაკ!)" - წერს ირინა სარიშვილი სოცქსელში.
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)