|
2026-01-07 15:08:37, 940 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი: ველით, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან ყველაზე რთულ საკითხებს განვიხილავთ
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა საფრანგეთში უკრაინის დელეგაციის მუშაობის შესახებ პირველადი ანგარიში წარადგინა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების კიდევ ერთი სესია გაიმართება და უკრაინა ელის, რომ ყველაზე რთული საკითხების, კერძოდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან და ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მოხდება. „რუსტემ უმეროვმა უკვე წარადგინა პირველადი ანგარიში საფრანგეთში უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფის მუშაობის შესახებ. გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების კიდევ ერთი სესია და ეს უკვე მესამე ასეთი სესია იქნება ორ დღეში. კერძოდ, ველით, რომ განხილული იქნება ომის დასრულების ძირითადი ჩარჩოდან ყველაზე რთული საკითხები - კერძოდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან და ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, დავავალე გუნდს, განიხილონ უკრაინას, სხვა ევროპულ სახელმწიფოებსა და შეერთებულ შტატებს შორის ლიდერების დონის შეხვედრების შესაძლო ფორმატები“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უკრაინა თავს არ არიდებს ყველაზე რთულ საკითხებს და არასდროს იქნება დაბრკოლება მშვიდობისთვის. „მშვიდობა ღირსეული უნდა იყოს. ეს კი პარტნიორებზეა დამოკიდებული - იმაზე, უზრუნველყოფენ თუ არა ისინი რუსეთის რეალურ მზადყოფნას ომის დასასრულებლად. დღის ბოლომდე ველოდები ჩვენი მომლაპარაკებელთა ჯგუფის დეტალურ ანგარიშს“, - წერს ზელენსკი. მისი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრებზე უკრაინას წარმოადგენენ რუსტემ უმეროვი, ანდრეი გნატოვი, კირილო ბუდანოვი, სერგეი კისლიცა, დავიდ არახამია და ალექსანდრ ბევზი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)