|
2026-01-07 14:34:26, 707 ნახვა
პოლიტიკა
Washington Post: ვენესუელაში ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციას დაახლოებით 75 ადამიანი ემსხვერპლა
ვენესუელაში ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციას დაახლოებით 75 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა ვენესუელისა და კუბის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებია, გარდა ამისა, სამხედრო ოპერაციის დროს რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეც დაიღუპა. „ვაშინგტონ პოსტის“-ის ინფორმაციით, ნიკოლას მადუროს რეზიდენციაზე შეტევის დროს შვიდი ამერიკელი ჯარისკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა. მათი ნაწილი ტეხასის სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. პენტაგონში მოგვიანებით განაცხადეს, რომ დაჭრილი ჯარისკაცებიდან ხუთი უკვე დაუბრუნდა სამსახურს, ორი ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების პროცესშია. ცნობისთვის, 3 იანვრის ღამეს, დონალდ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის „დელტა ფორსმა“ ვენესუელაში ოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავეს. ისინი ნიუ იორკში გადაიყვანეს, სადაც მათი სასამართლო პროცესი დაიწყო. ოპერაციის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ვენესუელას იქამდე მართავს, ვიდრე ხელისუფლების „დამოუკიდებელი გადაცემა“ არ იქნება უზრუნველყოფილი. 5 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა შეერთებულ შტატებს ქვეყნის რესურსებზე „სრული წვდომა“ მიანიჭოს, უარის შემთხვევაში კი „ძალიან მაღალი ფასით“ დაემუქრა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)