|
2026-01-05 14:10:55, 1181 ნახვა
სამართალი
ხობში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები დაჭრეს
ხობში მომხდარი კრიმინალური გარჩევა 2 პირის დაჭრით დასრულდა - როგორც "პირველებს" უყვებიან, 21 წლის ბიჭმა ე.წ. კრიმინალური სამყაროს წევრები, ბიძაშვილები კახა ჭკადუა და გიორგი ქორთუას დაჭრა. დაჭრილთაგან ერთ-ერთს ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი, მეორეს კი გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია თირკმელზე დასჭირდა. სისხლიან ანგარიშსწორებას წინ წარსულში არსებული დაპირისპირება უძღოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ბიძაშვილებმა 21 წლის ბრალდებულს სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, სახლიდან მოტყუებით გამოიყვანეს. 21 წლის ახალგაზრდა დაკავებულია. მას ფოთის რაიონულმა სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)