06:01 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-30 16:45:48, 7332 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენი: დე ფაქტო ხელისუფლებას მეარაყიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვუწოდებ

სახალხო დამცველი საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ოკუპირებულ ცხინვალში თამარ მეარაყიშვილის დაკავებას ეხმიანება და დე ფაქტო ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოუწოდებს.

სახალხო დამცველი თამარ მეარაყიშვილის დაკავებას უფლებადამცველის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.

„გავრცელებული ინფორმაციით, უფლებადამცველი თამარ მეარაყიშვილი ჯაშუშობის ბრალდებით არის დაკავებული და დე ფაქტო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სოციალური ქსელებიდან ასევე ირკვევა, რომ დაკავებული შიმშილობს.

თამარ მეარაყიშვილი, როგორც უფლებადამცველი, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიასაშუალებებთან, აქტიურად საუბრობდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში არსებულ პრობლემებზე, რაც მისივე განცხადებით, წარსულშიც არაერთხელ გამხდარა მისი დაკავების წინაპირობა. მას ჩამორთმეული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აკრძალული ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება.

სახალხო დამცველი თამარ მეარაყიშვილის დაკავებას უფლებადამცველის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს და დე ფაქტო ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოუწოდებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics