|
2025-12-30 12:00:22, 3969 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა
საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა - „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა. პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს პრაქტიკულ ინფორმაციას ბიზნესის საწყისების შესახებ და პოტენციური თუ ახალბედა მეწარმეებისთვის ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს. ახალი პლატფორმის მიზანია, ბიზნესის დაწყების პროცესი უფრო სტრუქტურირებული და ინფორმირებული გახდეს, შედეგად, ბიზნეს იდეა რეალურ, ხელშესახებ საქმიანობად იქცეს. პლატფორმა შემდეგ ძირითად მიმართულებებს აერთიანებს:
პლატფორმაზე საინფორმაციო მასალები შექმნილია მარტივი, პრაქტიკული ფორმით, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, გაიგონ, თუ რა მეთოდები და გზებია საჭირო კონკურენტუნარიანი ბიზნესის შესაქმნელად. „საქართველოს ბანკი არაერთი წელია, ბიზნესისთვის საგანმანათლებლო ინიციატივებს აქტიურად ავითარებს. ახალი პლატფორმაც ამ ეკოსისტემის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც ცოდნასა და პრაქტიკას ერთმანეთთან აკავშირებს და პოტენციურ მეწარმეებს რეალური გამოცდილებისთვის ამზადებს. პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ ეხმარება ადამიანებს, გააანალიზონ საკუთარი იდეა, შეაფასონ რისკები და გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღონ. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში მდგრად მეწარმეობას და გავაძლიეროთ ბიზნეს ეკოსისტემა ჯერ კიდევ იდეის ფორმირების ეტაპზე”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. გაიგეთ მეტი პლატფორმის შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)