2016-03-28 12:52:29, 422 ნახვა
პოლიტიკა
მეჭიაური: არასამთავრობო ორგანიზაციები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ისინი დეპუტატების - თამაზ მეჭიაურისა და დავით ლორთქიფანიძის დაკითხვას ითხოვენ.
„მე მოვუწოდე ისეთი თანამდებობის პირებს, რომლებზეც შეიძლება არსებობდეს ისეთი კომპრომატები, არამარტო ამ ვიდეო მასალაში არამედ ზოგადად ნებისმიერი ფორმით, რომელიც შეიძება იყოს სახელმწიფო ინტერესის დამაზიანებელი, ასეთი თანამდებობის პირები უნდა განერიდონ ხელისუფლებას, ასე ხდება მთელს მსოფლიოში. ეს არის შანტაჟი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან, იმიტომ, რომ ცდილობენ ნებისმიერი საფრთხის შემცველი ქმედებები გადაფარონ", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან