|
2025-12-29 20:59:29, 7793 ნახვა
კომენტარი
ტუსკი: სამშვიდობო მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ რუსეთისა და უკრაინის ომის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან, თუმცა რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, თავად განსაზღვროს სამშვიდობო პირობები. მან ამის შესახებ თავის ბლოგპოსტში დაწერა. ტუსკი აშშ-ის მიერ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში მონაწილეობის შესახებ განცხადებას ბოლო მოლაპარაკებების წარმატებად მიიჩნევს. „ევროპელ ლიდერებთან ღამით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ერთი რამ ცხადია: დასავლეთი და უკრაინა ამ დაპირისპირებას წააგებენ, თუ რუსეთი ჩვენს გაყოფას და სამშვიდობო პირობების კარნახს შეძლებს. უსაფრთხოების გარანტიებში აშშ-ის მონაწილეობის შესახებ განცხადება წარმატებაა. თუმცა, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას აშშ-სგან 30-40-50 წლით უსაფრთხოების გარანტიები სურს. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ იანვრის დასაწყისში პარიზში „გადამწყვეტი ქვეყნების კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება, სადაც ისინი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების სისტემაში თითოეული ქვეყნის კონკრეტული წვლილის საბოლოოდ განსაზღვრას გეგმავენ. გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი და ტრამპი ფლორიდაში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის შეხვდნენ, ტრამპმა კი მაშინვე გააფრთხილა, რომ საუბრის შემდეგ პუტინს დაურეკავდა.
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ოკუპირებული სევასტოპოლი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
უკრაინამ ბაშკორტოსტანში მდებარე „გაზპრომის“ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ შეუტია
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)