01:59 - 14 Aug, 2026
|
2025-12-24 21:47:39, 12781 ნახვა
სამართალი
სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. ამის შესახებ სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა. მისი თქმით, სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეტალურად შეისწავლის ვითარებას და ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს მოქალაქეთა ინტერესებსა და ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას, მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. სასურსათო ფასების საკითხის შესწავლისკენ სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა ირაკლი კობახიძემაც. მისი განცხადებით, ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა „მართლაც დიდია“ და ამას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც, მისივე თქმით, საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)