|
2025-12-23 10:53:50, 11992 ნახვა
სამართალი
ლილუაშვილი პროკურატურაშია და აცხადებს, რომ მისი დაკავება ღვთის ნებაა
სუს-ის ყოფილი შეფი გრიგოლ ლილუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ბრალის წაყენებას, ლილუაშვილმა ასე უპასუხა:„ღვთის ნებაა ყველაფერი, ვერაფერს გამოვრიცხავ“,- განაცხადა ლილუაშვილმა. მისი თქმით, არ იცის რასთან დაკავშირებით არის დაბარებული მთავარ პროკურატურაში. "ვერაფერს ვერ გეტყვით, მართლა არ ვიცი. ჩვენება არ მიმიცია არასდროს. პირველად ვარ [პროკურატურაში]. არ ვიცი [რომელი საქმეა]. ღვთის ნებაა ყველაფერი, ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ [ბრალის წაყენებაზე].- განაცხადა ლილუაშვილმა. მან ასევე თქვა, რომ არ იცის რა საქმეზეა დაბარებული ან რა უნდა ჰკითხონ გამომძიებლებმა. „როცა დამიბარეს, მოვედი, არ ვიცი არაფერი. ეტყობა რაღაც დეტალები აინტერესებთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ვერაფერს გეტყვით, მართლა არ ვიცი“,- განაცხადა ლილუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)