08:02 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-17 15:56:19, 8440 ნახვა

პოლიტიკა
ნარმანიას თქმით, დენის გადასახადი იზრდება

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას თქმით, დენის გადასახადი გაიზრდება. ეს განცხადება მან მედიაცენტრ მთავარში გაკეთებულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

მისივე თქმით, შესაძლოა, გაიზარდოს გაზის გადასახადიც - "ძალიან მინიმალურად".

"ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვა. ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, მხოლოდ შესაძლოა, ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს. თუმცა დღეს კონკრეტული ციფრის და კონკრეტული ზრდის პროცენტის დასახელება გამიჭირდება, ვინაიდან ყოველდღიურ რეჟიმში მარეგულირებელი კომისია სწორედ ამ ეტაპზე მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის აუდიტის დასრულება კომპანიებისა, როგორიც არის ასევე ახალი საინვესტიციო პროექტების გავლენა, ძველი პროექტების ხარჯების დაზუსტება და სწორედ ამაზე დაყრდნობით მოხდება ახალი ტარიფის დადგენა", - თქვა დავით ნარმანიამ.

ტარიფების დადგენა 29 დეკემბრის სემეკის სხდომაზე მოხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics