13:49 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-26 15:27:40, 1319 ნახვა

მსოფლიო
ბრიუსელში სამართალდამცველებმა საეჭვო პაკეტი აღმოაჩინეს - ელექტროსადგურის დაცვის თანამშრომელი მოკლულია

სამართალდამცველებმა ბრიუსელში საეჭვო პაკეტი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, ბასკიულის რაიონში, სადაც ამანათი აღმოაჩინეს, ამ დროისთვის გამნაღმველები მუშაობენ. სამართალდამცვეელბის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა ევაკუირებულია და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.

გარდა ამისა, ბელგიური პრესა კიდევ ერთ ამბავს ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ქალაქ შარლერუაში ატომური ელექტროსადგურის დაცვის თანამშრომელი მოკლეს და მისი საშვი მოიპარეს. აღსანიშნავია, რომ შემთხვევა ხუთშაბათს საღამოს მოხდა, თუმცა მედიით მხოლოდ დღეს გავრცელდა.

ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შემდეგ ადგილობრივი მედია წერდა, რომ ტერორისტების თავდაპირველი სამიზნე სწორედ ატომური სადგურები იყო, თუმცა გეგმა მათ სალაჰ აბდესლამის დაკავების შემდეგ შეცვალეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics