02:48 - 14 Aug, 2026
|
2025-12-11 11:00:59, 14042 ნახვა
სამართალი
პოლიციამ აჭარაში 2 პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1980 წელს დაბადებული ა.თ. ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობებს: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს: 1988 წელს დაბადებულ მ.ვ.- ს და 1981 წელს დაბადებულ ფ.ო.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცები სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს. პოლიციამ ა.თ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)