|
2025-12-05 16:28:13, 11683 ნახვა
სამართალი
ხალხის მოწამვლის საქმეზე სუს-ში ვახტანგ გომელაური გამოიკითხა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ქართული ოცნების შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოკითხეს. ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ. გომელაური ბიბისის მიერ საქართველოზე მომზადებული სიუჟეტის შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს. სუსი ყოფილი მინისტრის გამოკითხვასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს. 1-ელ დეკემბერს ოცნების შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა იმედს განუცხადა, რომ BBC-ის ფილმში ნახსენებ ნივთიერება წინა მთავრობის დროს, 2009-2010 წლებში შეიძინეს. მისივე მტკიცებით, აღნიშნულ ნივთიერებას შსს 2012 წლამდე იყენებდა. BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)