|
2025-12-04 19:52:59, 1563 ნახვა
პოლიტიკა
IPI: ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევა ბევრ შემთხვევაში ჰგავდა მედიაზე მიზანმიმართულ შეტევას
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. მათი თქმით, აქციების დასაშლელად გამოყენებულ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევა ბევრ შემთხვევაში ჰგავდა მედიაზე მიზანმიმართულ შეტევას. ისინი მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას ქართული ოცნების ლიდერებზე ზეწოლის გაძლიერებისკენ, რათა "გადავარჩინოთ ის, რაც დარჩა თავისუფალი მედიისგან ამ ქვეყანაში." "პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) შეშფოთებულია ჟურნალისტებზე ქიმიური ნივთიერების პოტენციური ზემოქმედების გამო, რომელიც, სავარაუდოდ, გამოიყენეს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საპროტესტო აქციების დასაშლელად , რაც BBC-ის ბოლოდროინდელი გამოძიების შედეგად გამოვლინდა. გამოძიებამ აჩვენა მტკიცებულებები, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული მთავრობის მიერ გასულ წელს ანტისამთავრობო დემონსტრანტების დასაშლელად, რაც, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენდა ჟურნალისტებზე, რომლებიც აქციებს აშუქებდნენ. IPI- ის მედიის თავისუფლების მონიტორინგის პლატფორმის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის პროტესტის დროს, სულ მცირე 81 ჟურნალისტი იყო თავდასხმის მსხვერპლი. უამრავს დაუმიზნეს წყლის ჭავლი, რომელშიც შერეული იყო ქიმიური ნივთიერებები, ბევრ შემთხვევაში ეს ჰგავდა მედიაზე მიზანმიმართულ შეტევას. მტკიცებულებები ახლა აჩვენებს, რომ ჟურნალისტებს, სავარაუდოდ, ქიმიურ ნივთიერებასთან ჰქონდათ შეხება - თანამედროვე ცრემლსადენი გაზის წინამორბედთან. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ გახდა ჟურნალისტიკა საქართველოში განსაკუთრებით სახიფათო პროფესია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებისკენ "ქართული ოცნების" ლიდერებზე, რათა გადავარჩინოთ ის, რაც დარჩა თავისუფალი მედიისგან ამ ქვეყანაში." - წერს პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი X-ზე. ცნობისთვის, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)