|
2025-12-01 13:46:52, 1828 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი BBC-ის გამოძიებაზე: I მსოფლიო ომისას არა, დიდგორისას იყო გამოყენებული ეს იარაღი
ქართული ოცნების პარლამენტის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი და ეხმაურება BBC-ის გამოძიებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. "სად პოულობთ ასეთ ინფორმაციებს? BBC-ის რა რეიტინგიც აქვს, ნახეთ ამერიკის პრეზიდენტის განცხადება - ისწავლეთ, იმეცადინეთ. BBC-ის მიმართ რა რეიტინგი და ნდობაც არსებობს ამერიკის პრეზიდენტს დაესესხეთ და ნახავთ, როგორი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს BBC-ის. მე ვიცი, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი კი არ იყო გამოყენებული, დიდგორის ომის დროს იყო და ჩვენ გვაქვს ამის ინფორმაცია, რომ დიდგორის ომის დროს იყო ეს იარაღი გამოყენებული, დაახლოებით ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვაქვს, შეიძლება უფრო ადრეც, გორგასლის დროინდელიც შეიძლება იყო. [...] თქვენ ახლა ამ ზღაპრებს როცა მიყვებით, ეს არის ის მოცემულობა, როდესაც საქართველოს სულ სხვა მიმართულება აქვს და BBC რომ აქვეყნებს, მათ შორის, საერთაშორისო რეიტინგებს, იმას რატომ არ უთითებთ, საქართველოსთან დაკავშირებით?", - ამბობს ის.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)