|
2025-11-28 00:08:09, 1711 ნახვა
პოლიტიკა
შსს-მ ორი რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი სისხლის სამართლის წესით დააკავა
ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია რუსეთის ორი მოქალაქე – ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ შემოვიდნენ და ბოლო სამი წლის განმავლობაში უკანონოდ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ვლადიმირ დუბოვსკიმ და ალინა საველიევამ თავშესაფრის მოთხოვნით, არაერთხელ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რაზეც მათ უარი ეთქვათ, ვინაიდან ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ, თავშესაფრის მაძიებელთათვის არსებულ კრიტერიუმებს. აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მათ მიერ გასაჩივრდა 2 ინსტანციის სასამართლოში, თუმცა ორივე ინსტანციამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს სასამართლომ ორივე მათგანის მიმართ გამოსცა დაკავების განჩინება, რის საფუძველზეც სამართალდამცველებმა ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა ბრალდებულის სახით დააკავეს", - აცხადებს შსს. დაკავებულები ამ დროისთვის გადაყვანილი არიან წინასწარი დაკავების იზოლატორში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებულებს მეგობრები მეორე დღეა ეძებენ. მათი ცნობით, ისინი "გაიტაცეს". ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა მოძრაობა "მწვანე სოლი - ჩემი სამშობლოს" ლიდერები არიან. ვოლოდიმირ დუბოვსკი ალექსეი ნავალნის შტაბის კოორდინატორი იყო ვლადივოსტოკში. მან რუსეთი 2021 წელს დატოვა. 2024 წლის დეკემბერში რუსეთის ხელისუფლებამ ის "ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში" შეიყვანა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)