03:45 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-27 10:52:21, 2385 ნახვა

სამართალი
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 2 პირი: 1984 წელს დაბადებული  ვ.გ. და   1969   წელს დაბადებული კ.ს. დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებულები თბილისში, ავტომობილებით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით, სხვადასხვა დროს შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ავტომობილების ჩხრეკის შედეგად,  უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირში მეორე სამხედრო ქარხანა აფეთქდა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics