03:45 - 14 Aug, 2026
|
2025-11-24 10:23:09, 2268 ნახვა
სამართალი
დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით ქუთაისის აეროპორტში 3 ადამიანი დააკავეს
შსს-ს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული ნ.ჭ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1983 წელს დაბადებული დ.ჰ. და 1985 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს. "სამართალდამცველებმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულების ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)