11:44 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 15:31:24, 1622 ნახვა

რეგიონი
არჩილ ხაბაძემ "ჭაობის დასახლებაში" ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები მოინახულა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქალაქის მერთან, გიორგი ერმაკოვთან ერთად, ე.წ "ჭაობის დასახლებაში" ქუჩების კეთილმოწყობის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები ერთდროულად 5 ბრიგადის მიერ ხორციელდება. პროექტის ღირებულებაა 18 941 041 ლარია, დასრულების საბოლოო ვადა კი 2018 წელი. საერთო ჯამში მოეწყობა 10 კმ-მდე ქუჩა, დაეგება დაახლოებით 120000 კვ.მ. ასფალტის საფარი.

„მთლიანად პროექტის ფარგლებში განხორციელდება 25 ქუჩის და ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაცია, მათ შორის 19 ქუჩაზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრიბოედოვის ქუჩის მონაკვეთი მოასფალტება - ჭავჭავაძის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე და პუშკინის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე. ეწყობა ბორდიურები და ტროტუარები, იგება 2 შრიანი დეკორატიული ფილები სადაც გათვალისწინებულია ველო ბილიკი და უსინათლოთა ბილიკები. ყველა ქუჩა იქნება ადაპტირებული შშმ პირებისათვის.

ასფალტის საფარი იგება ასევე, პუშკინის ქუჩაზე - ჯავახიშვილის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე და ლერმონტოვის ქუჩაზე - გიორგი ბრწყინვალის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე, პარალელურად ქუჩის ამ მონაკვეთებში მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობისა და ფილების დაგების სამუშაოები.

რაც შეეხება უკვე დასრულებულ სამუშაოებს, სანიაღვრე სისტემის მოწყობა დასრულდა თაყაიშვილის ქუჩაზე - გიორგი ბრწყინვალეს ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე ნაწილში, ასევე დასრულებულია სანიაღვრე სისტემების მოწყობა პუშკინის ქუჩაზე - გრიბოედოვის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე, თაყაიშვილის ქუჩიდან ს. ხიმშიაშვილის ქუჩამდე, ს. ხიმშიაშვილის ქუჩიდან ჰ. აბაშიძის ქუჩამდე, მელიქიშვილის ქუჩიდან ჰ. აბაშიძის ქუჩამდე, დარჩენილია გვერდითი მიმღები ჭების მოწყობა და დაერთება ცენტრალურ სანიაღვრე არხთან.

სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ზიმო-7", ქვეკონტრაქტორები შპს „გზები", შპს „ბონდი-2009"“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
სარჯველაძემ გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულები მოინახულა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 11 პაციენტიდან 6 ბავშვია, ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics