18:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 12:40:33, 561 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინაში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობა შესაძლოა, ქართველმა პარლამენტარებმაც მიიღონ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, თუ ვინ გაემგზავრება კიევში 20-21 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
როგორც ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მნიშვნელოვან  დღეს საქართველო უკრაინაშო  შესაბამის დონეზე უნდა იყოს წარმოდგენილი. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძრვანელი უკრაინაში ქართველი პარალმენტარების გამგზავრებას არ გამორიცხავს.
"ჩვენ ვმუშაობთ, რომ საქართველო წარმოდგენილი იყოს ძალიან მაღალ დონეზე და უკრაინის ელჩის მიერ უკვე გადმოცემულია და მიღებულია მოწვევა. უახლოეს მომავალში გაიგებთ ინფორმაციას, თუ ვინ იღებს უკრაინაში ვიზიტში მონაწილეობას. მნიშვნელოვანია, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს საქართველო შესაბამის დონეზე იყოს წარმოდგენილი. არ არის გამორიცხული იქ მონაწილეობა ქართველმა პარლამენტარებმაც მიიღონ.ქართველი ხალხი უკრაინის ხალხის გვერდითაა",-განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
ცნობისთვის,  კიევში 20-21 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად მიწვევა უკრაინის ელჩმა საქართველოს ხელისუფლებას 16 თებერვალს გადასცა. ღონისძიება ზეციური ასეულის ხსოვნას ეძღვნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics