15:34 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-20 15:31:43, 931 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე Eagle Hills-თან ოცნების მიერ დადებული ხელშეკრულების დაუყოვნებლივ გასაჯაროებას ითხოვს

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე არაბული კომპანიის "იგლ ჰილსის' ხელშეკრულების დაუყოვნებლივ გასაჯაროებას მოითხოვს.

მისი განცხადებით, საჯარო რეესტრი დაუხარვეზებს თუ არ დაუხარვეზებს რაიმე ტიპის დოკუმენტს არაბულ კომპანიას, არაფერს ცვლის.

"ეს არის თამაში, რაშიც მონაწილეობს სახელმწიფო და ეგრეთ წოდებული იუსტიციის სამინისტრო - ვერანაირი დახარვეზება ამ დოკუმენტების ვერ გააჩენს განცდას თითქოს სახელმწიფო უწყებები იცავენ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს.

ფაქტი არის ერთი, 6.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება არის გასაიდუმლოებული იმ ხელისუფლების მიერ, რომელიც კორუფციაშია ბრალდებული და რომლის ყველა შტოს თანამდებობის პირი არის სისხლის სამართლის დამნაშავე ან ბრალდებული დღევანდელი სასამართლო სისტემის პირობებშიც კი.

შესაბამისად, საჯარო რეესტრი დაუხარვეზებს თუ არ დაუხარვეზებს რაიმე ტიპის დოკუმენტს არაბულ კომპანიას, არაფერს ცვლის! ეს არის ტყუილი და პროპაგანდისთვის კიდევ ერთი საკენკი, რომ წარმოაჩინონ, თითქოს ისინი იცავენ რაიმე ტიპის სტანდარტს ან სამოქალაქო ინტერესს.

ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება! - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics