|
2025-11-20 08:50:16, 3765 ნახვა
ომი უკრაინაში
ტრამპის უკრაინის კაპიტულაციის გეგმა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმასაც მოიცავს - WSJ
ომის დასრულების აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმის თანახმად, უკრაინას ნატოში გაწევრიანების იდეაზე უარის თქმა მინიმუმ რამდენიმე წლით მოუწევს. ამის შესახებ The Wall Street Journal-მა აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით განაცხადა. მათი თქმით, კიევს ასევე არ მიეცემა უფლება, საკუთარ ტერიტორიაზე უცხოური სამშვიდობო ძალები განალაგოს. სანაცვლოდ, მოსკოვი „მომავალში უკრაინისა და სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ თავდაუსხმელობის პირობას დადებს“. გარდა ამისა, აშშ-ის უსახელო ოფიციალურმა პირმა გაზეთს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი „თავის მიზნად არ მიიჩნევს“ უკრაინის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. ამასობაში, AFP, უკრაინელი მაღალჩინოსნის მოწოდებით, იუწყება, რომ ტრამპის წინადადება მოიცავს „ყირიმისა და სხვა რეგიონების რუსეთის ტერიტორიებად აღიარებას, ასევე არმიის 400 000 ჯარისკაცამდე შემცირებას“. უკრაინამ ასევე უნდა უარი თქვას ყველა თავის შორი მოქმედების იარაღზე.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)