16:34 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-14 15:15:56, 778 ნახვა

პოლიტიკა
ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ 2025 წლის ოქტომბერში მიღებული ცვლილებები საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლების უფლებას არღვევს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ შეკრებების დროს ჩადენილ არაძალადობრივ დარღვევებზე არაპროპორციულად გამკაცრებული სასჯელები გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის მე-9, მე-19 21-ე და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-5, მე-10, მე-11 და მე-18 მუხლებს ეწინააღმდეგება.

ანგარიში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ცვლილებების მიხედვით, კონკრეტულ არაძალადობრივი დანაშაულების, როგორიცაა სახის ნიღბით დაფარვა, გზის გადაკეტვა და ა.შ. სასჯელის ზომად მხოლოდ ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, რაც საერთაშორისო სამართალას ეწინააღმდეგება.

ეუთო/ოდირი ასევე წერს, რომ მსგავსი არაძალადობრივი დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში არასრულწლოვნების მიმართ გათვალისწინებული 1 -წლიანი სასჯელი ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ზომა მხოლოდ უკიდუეს შემთხვევებში უნდა გამოიყენებოდეს.

გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, ცვლილებები ხშირად ბუნდოვანი ენით ხასიათდება, რაც მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული სასჯელის გამოყენების რისკებს კიდევ უფრო ზრდის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics