|
2016-03-25 13:48:23, 810 ნახვა
ეკონომიკა
დანელია: რძის მწარმოებელი კოოპერატივების მხარდასაჭერად 360 000 ლარია გამოყოფილი
სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, რძის მწარმოებელი სასოფოლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად 360 ათასი ლარია გამოყოფილი. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რძის წარმოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. „განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ნედლ რძეზე მას შემდეგ, რაც პრაქტიკაში დავნერგეთ რძისა და რძის პროდუქტების რეგლამენტი, აქედან გამომდინარე, იდენტიფიცირებულია 416 კოოპერატივი, რომელიც საერთო ჯამში მესაქონლეობით არის დაკავებული და 13 ათასზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავთ“, - განაცხადა დანელიამ. მისივე თქმით, კოოპერატივებს მოწყობილობები უსასყიდლოდ გადაეცემათ. კერძოდ, მინისტრის განმარტებით, ესენია: გამაციებლები, ხელოვნური განაყოფიერების ხელსაწყოები, პრეპარატები. „აუცილებელი პირობაა, რომ გადამზადების კურსები გაიარონ. უკვე იდენტიფიცირებულია 30 კოოპერატივი, რომელიც პოტენციური ბენეფიციარია და მიიღებს აუციელებლად ამ პროგრამით გათვალისწინებულ შეღავათიან პირობებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთელი საწარმო ციკლის პროცესში დაცული იქნება სურსათის უვნებლობის და საერთაშორისო ევროპული სტანდარტების ნორმები“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)