|
2025-11-14 10:27:14, 1128 ნახვა
ეკონომიკა
,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ - დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ ერთ-ერთი იმ კომპანიათაგანია, რომელმაც წლების განმავლობაში, საკუთარი გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და სანდოობით ბაზარზე ლიდერი პოზიციის დაკავება შეძლო. კომპანია 2012 წელს დაფუძნდა, როგორც დასუფთავების სერვისის მიმწოდებელი და ის სხვადასხვა ორგანიზაციასა და კომპანიას ემსახურებოდა. პრაქტიკამ და ბაზრის მოთხოვნამ ახალი გზები გახსნა - სწორედ ასე დაიწყო ,,სითი მენეჯმენტ გრუპის’’ ტრანსფორმაცია სრულფასოვან მენეჯმენტ კომპანიამდე. „დასუფთავების იდეა ჩემს მეგობარს გაუჩნდა და ასე დავიწყეთ. პირველი გამოცდილება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, საქმიანობა უფრო მასშტაბურად გაგვეგრძელებინა. დღეს ,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ აუთსორსზე დასუფთავების მიმართულებით 50-მდე მსხვილ კომპანიას და 26 საცხოვრებელ კომპლექსს ემსახურება. უზრუნველყოფს ათასობით მაცხოვრებელს მიაწოდოს ხარისხიანი და გამართული მომსახურება“, - ამბობს ნიკა ჯორბენაძე, ,,სითი მენეჯმენტ გრუპის’’ დამფუძნებელი. 2017 წლიდან კომპანიის საქმიანობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა: დასუფთავების სრულ მომსახურებას, რაც გულისხმობს ნებისმიერი ტიპის ობიექტის გენერალურ თუ რემონტის შემდგომ დალაგებას, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირებისთვის, დაემატა საცხოვრებელი კომპლექსების მოვლის სერვისი — მათ შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტექნიკური მხარდაჭერა, ლიფტებისა და აუზების მომსახურება, საერთო სივრცეების მოვლა და სხვა აუცილებელი სამუშაოები. ნიკას თქმით, ,,სითი მენეჯმენტ გრუპის’’ ყველაზე დიდი უპირატესობა გამოცდილებაა. „ალბათ, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც საქართველოში საცხოვრებელი კომპლექსების მომსახურება დაიწყო. ვფიქრობ, სანდოობა - ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა”. მნიშვნელოვან როლს კომპანიის განვითარებაში თიბისისთან თანამშრომლობაც ასრულებს. როგორც ნიკა ამბობს, თიბისის სახელფასო სერვისები და საკრედიტო ხაზი დიდი კომფორტია, განსაკუთრებით იმ მხრივ, რომ უზრუნველყოფილია სტაბილური ფინანსური ციკლი - თანამშრომლებს ხელფასი დროულად ერიცხებათ, ხოლო კომპანიას შესაძლებლობა აქვს, ოპერაციული პროცესები შეუფერხებლად წარმართოს. დღეს ,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ თბილისის მასშტაბით ფართო ქსელით მუშაობს, ხოლო ბათუმში მცირე, მაგრამ მზარდი რესურსით არის წარმოდგენილი. კომპანიის მთავარი მიზანი მომავალშიც იგივე რჩება - განვითარდეს, განავითაროს მომსახურების ხარისხი და კიდევ უფრო მეტი საცხოვრებელი კომპლექსისთვის გახდეს სანდო პარტნიორი.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)