|
2025-11-12 20:22:53, 1431 ნახვა
სამართალი
სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელს გიგა წულეისკირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელს გივი წულეისკირს და სფერო ინვესტის დირექტორს, გიორგი მურუსიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის თქმით, არსებობს გივი წულეისკირის მიმალვის საფრთხე, გარდა ამისა, ვინაიდან გამოძიება გრძელდება, შეიძლება წულეისკირმა მოწმეებზე მოახდინოს ზემოქმედება. დაცვის მხარე წულეისკირის 50 000-ლარიანი, მურუსიძის კი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ბრალდებით სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი გივი წულეისკირი 10 ნოემბერს დააკავეს. ასევე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო სფერო ინვესტის დირექტორის, გიორგი მურუსიძის მიმართ. პროკურატურის ცნობით, "ბრალდებულთა ქმედებების შედეგად მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს".
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)