|
2025-11-11 13:55:40, 971 ნახვა
პოლიტიკა
ზახაროვა: დასავლეთი საქართველოსთან ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, ჩვენთვის ეს მიდგომა უცხოა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს, მარია ზახაროვას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა სომხეთის მიერ რუსეთის ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებაში დადანაშაულებასთან დაკავშირებით. ზახაროვას მტკიცებით, მსგავსი მეთოდები რუსეთისთვის უცხოა და ჰიბრიდულ ომს თავად "კოლექტიური დასავლეთი" აწარმოებს "სომხეთის მეზობელ საქართველოში". "შეგახსენებთ, რომ "ჰიბრიდული ომის" კონცეპტი ამერიკელმა სამხედრო თეორეტიკოსებმა გამოიგონეს და პირდაპირ დაიწყეს მისი აქტიური გამოყენება. მცირე ხნის წინ სომხეთის მეზობელ საქართველოში "კოლექტიური დასავლეთის" ქვეყნებმა ხელახლა გამოავლინეს თავი მთელი "ჰიბრიდული სილამაზით": უხეშად ჩაერივნენ შიდაპოლიტიკურ პროცესში, აღვივებდნენ "მაიდანისეულ" განწყობებს, უარყოფდნენ თბილისის განვითარების გზის არჩევის თავისუფლებას, დაკავებული იყვნენ ღია პოლიტიკური შანტაჟით, ემუქრებოდნენ ისედაც ილუზიური ევროპერსპექტივის ჩამორთმევით. ჩვენთვის მსგავსი მიდგომა უცხოა. ყოველთვის პატივს ვცემდით და პატივს ვცემთ ნებისმიერი ერის სუვერენულ არჩევანს. ამასთანავე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ განცხადებები "ჰიბრიდულ ომზე" სომხეთის წინააღმდეგ ისმის იმ ფონზე, როცა [სომხეთის] რესპუბლიკაში მიმდინარეობს გამოძიებები ჩვენს ქვეყანასთან კავშირების განვითარების მხარდამჭერთა მიმართ, თითქოს ბოლო წლებში სხვა ქვეყნებში, მაგალითად მოლდოვაში, დამუშავებული სქემის მიხედვით." - თქვა ზახაროვამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)