13:50 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-08 21:31:20, 1550 ნახვა

სამართალი
საგამოძიებომ ქრთამის აღების ფაქტზე ხულოს მერიის წარმომადგენელი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებულმა ტენდერში მონაწილე კომპანიისგან ნაკლებობით ჩაიბარა საქონელი, მიღება-ჩაბარების აქტი სრულ მოცულობაზე გააფორმა.

განცხადების მიხედვით, აღნიშნულის სანაცვლოდ ბრალდებულმა მიმწოდებელი კომპანიის წარმომადგენლისგან მიიღო ფულადი თანხა.

მას თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთა ემუქრება.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულია ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი. საქმე ეხება საჯარო მოხელის მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ქრთამის აღების ფაქტს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურეობრივად ევალებოდა ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული საქონლის ჩაბარება და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება, სახელმწიფო ტენდერში მონაწილე კომპანიის წარმომადგენლისგან ნაკლებობით ჩაიბარა საქონელი, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა სრულ მოცულობაზე და უზრუნველყო მიმწოდებელი კომპანიისთვის სრული სატენდერო ღირებულების გადარიცხვა.

აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ, ბრალდებულმა მიმწოდებელი კომპანიის წარმომადგენლისგან მოითხოვა და მიიღო ფულადი თანხა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეომტკიცებულება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს საჯარო მოხელეებს და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე ადამიანებს, ნუ ჩაიდენენ მსგავს უკანონო ქმედებას, ნებისმიერ შემთხვევაში სამსახურის რეაგირება იქნება მყისიერი და მკაცრი", - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics