13:49 - 14 Aug, 2026
|
2025-11-07 12:37:35, 1484 ნახვა
სამართალი
პოლიციამ აჭარაში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მცირეწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი ხასიათის დანაშაული ჩაიდინა. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ გ.ტ. ბრალდებულის სახით დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 -ე მუხლის მე–4 ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)