|
2025-11-02 11:13:22, 1139 ნახვა
სამართალი
საქართველოს ორმა მოქალაქემ კვიპროსში ცნობილი ბიზნესმენი მოკლეს
საქართველოს ორმა მოქალაქემ კვიპროსში ცნობილი ბიზნესმენი მოკლეს. ისინი საბერძნეთში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, "კარმიოტისას" საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტს ლიმასოლში, ცეცხლსასროლი იარაღით იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ის სახლში შვილთან ერთად ბრუნდებოდა. ბრალდებულები ჯერ მოტოციკლით გაიქცნენ, შემდეგ კი გზა ფურგონის ტიპის ავტომობილით გააგრძელეს, რომელიც სამართალდამცველებმა დამწვარი იპოვეს. ორი მამაკაცი, რომლებიც ბიძაშვილები არიან და კვიპროსში მუდმივად ცხოვრობენ. როგორც გამოძიებით დადგინდა, დანაშაულის შემდეგ ორმა სავარაუდო დამნაშავემ კვიპროსი დატოვა და თესალონიკში გაიქცა, სადაც ნათესავებმა შეიფარეს. ჩრდილოეთ საბერძნეთის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ქვედირექტორატმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ძებნილი პირები აღმოაჩინა და დააკავა, რითაც მათი ხანმოკლე გაქცევა დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)