|
2016-03-25 00:08:44, 1219 ნახვა
სხვადასხვა
აღმაშენებლის გამზირზე მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
პროექტ „ახალი ტფილისის“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან -ზაარბრიუკენის მოედნამდე,მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები იწყება. აღნიშნულ მონაკვეთში, ქუჩაზე მთლიანად შეიცვლება ცენტრალური სასმელი წლის მილები, სადრენაჟე, სანიაღვრე და წყალარინების (კანალიზაციის) ქსელები. გამზირზე დამონტაჟდება ელექტროობისა და გაზმომარაგების ახალი სისტემები, ასევე განახლდება ინტერნეტ და სატელეფონო კაბელები. დაგეგმილი საკომუნიკაციო სამუშაოების გამო, 28 მარტიდან პროექტ „ახალი ტფილისის“ I ეტაპის დასრულებამდე, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში. საავტომობილო გზის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით,თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები თბილისისსაპატრულო პოლიციასთან ერთად მუშაობენ ალტერნატიული სატრანსპორტო სქემის ჩამოყალიბებაზე, რათა აღნიშნული სამუშაოების გამო არ მოხდეს შეფერხება გზებზე და მოიძებნოს მოსახლეობისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი ალტერნატიული სქემა.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)