|
2025-10-29 18:53:55, 1001 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტმა ბათუმში აჭარის ეკონომიკის და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენციას უმასპინძლა
გალტ & თაგარტმა ბათუმში ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აჭარაში მიმდინარე ეკონომიკური და სექტორული ტენდენციები გააცნეს. აჭარა ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა საქართველოს რეგიონებს შორის და ქვეყნის ეკონომიკაში, თბილისის შემდეგ, ყველაზე მაღალი - 10%-იანი წილი აქვს. ასევე, მზარდია ამ რეგიონის მოსახლეობა, რაც ბიზნესის წარმოებასა და გაფართოებაზე დადებითად მოქმედებს. აჭარის ეკონომიკაში დომინანტური როლი აქვს ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ დარგებს. გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, აჭარა პოპულარული ტურისტული მიმართულებაა როგორც მეზობელი, ისე ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეებისთვის. ამ ქვეყნებიდან ვიზიტორები აჭარის რეგიონს დასასვენებლად სტუმრობენ და აპარტამენტებში განთავსებას ანიჭებენ უპირატესობას. ამასთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან - მათ შორის ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ვიზიტორები ძირითადად სასტუმროებზე ქმნიან მოთხოვნას, რაც აჭარაში სასტუმროების შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს. რაც შეეხება საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, აჭარა თბილისის შემდეგ ყველაზე აქტიურ რეგიონად რჩება. ბოლო წლებში მაღალი მოთხოვნის ფონზე სამშენებლო აქტივობამაც მოიმატა, განსაკუთრებით გასაქირავებელ აპარტამენტებზე ფოკუსირებული პროექტების მიმართულებით. შედეგად, საინვესტიციო აპარტამენტები ბაზარზე ჭარბობს. კვლევის მიხედვით იკვეთება, რომ ქალაქის მოსახლეობის ზრდისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საჭიროების ფონზე, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი მოთხოვნა ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია. „რეგიონული განვითარება საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს რეგიონებში ჩვენი მხარდაჭერილი ბიზნესების რაოდენობა მზარდი იყოს. აჭარა დღეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეგიონია ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით - ტურიზმი, უძრავი ქონება და მომსახურების სფერო სწრაფად ვითარდება. აქედან გამომდინარე ჩვენი მიზანია, ადგილობრივ ბიზნესებს მივაწოდოთ სანდო ანალიტიკური ინფორმაცია და ბაზრის შეფასებები, რაც მათ განვითარებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. გალტ & თაგარტის კვლევა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - აჩვენოს ტენდენციები და შესაძლებლობები, რომლებიც აჭარის ეკონომიკურ პოტენციალს კიდევ უფრო გააძლიერებს. შესაბამისად, ამ ღონისძიების მიზანია, რომ აჭარაში მოქმედ ბიზნესებს მივაწოდოთ სასარგებლო ინფორმაცია, რომ რეგიონი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს საქმიანობის დაწყების და განვითარებისთვის“ - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)