|
2016-03-24 18:03:38, 1098 ნახვა
სხვადასხვა
დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო დონორების ფორუმზე მოხსენება გააკეთა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა. ფორუმი, რომელიც თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილი გახსნა და მას მთავრობის წევრები, დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული ელჩები დაესწრნენ. ვიცე-პრემიერმა ქვეყნის განვითარების საშუალო და გრძელვადიანი მიმართულებებსა და მიმდინარე ძირითად ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ემყარება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, რომელიც გულისხმობს საკუთრების უფლების განუხრელ დაცვას, ბაზარზე თავისუფალ კონკურენციას და კერძო სექტორის თავისუფლებას, ეფექტიანი და გამჭვირვალე მთავრობის პირობებში. დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებებიდან გამომდინარე ხორციელდება. ვიცე-პრემიერმა მოხსენებაში დიდი ყურადღება დაუთმო ბიზნესის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამებს, მათ შორის, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც გაიზარდა ხელმისაწვდომობა როგორც ფინანსურ რესურსებზე, ასევე ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაზე. მეწარმეთა დახმარება ასევე ხორციელდება საკონსულტაციო მომსახურების და ინოვაციების მოძიება-დანერგვის მიმართულებით. ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის აქტივობებზე. მათ შორის, მან ისაუბრა „2016 – 2020 წლების მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიასა“ და შესაბამის სამოქმედო გეგმაზე, აგრეთვე მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტზე, რომელიც ხორციელდება პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში. მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივ პროექტზე, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ლარში დაბალპროცენტიანი სესხის აღების მიმართულებით დაეხმარება. პროგრამა ასევე მოიცავს საგრანტო კომპონენტს და მისი მოცულობა საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის 56 მილიონ ევროს შეადგენს. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ სექტორზე, ტურიზმზე. მისი განცხადებით, მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით, შემუშავდა ტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან რეფორმაზე, მათ შორის, საპენსიო რეფორმაზე. ახალი საპენსიო სისტემა იქნება არსებული საპენსიო სისტემის დამატებითი ოფცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური დაცვის გაუმჯობესებას. ამ ეტაპზე, უკვე შემუშავებულია საპენსიო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც სულ ახლახან მთავრობის სხდომაზე იქნა განხილული. მინისტრმა ასევე ისაუბრა კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე. მისი თქმით, კაპიტალის ბაზრების განვითარება მნიშვნელოვანია ფინანსურ რესურსებზე, როგორც დაფინანსების ალტერნატიულ საშუალებებზე, ხელმისაწვდომობის კუთხით. მოხსენებაში ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე, რომლის რეალიზებაც მნიშვნელოვანია როგორც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისთვის, ასევე საქართველოს სატრანზიტო, ლოგისტიკური და ინდუსტრიული პოტენციალის ამაღლების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. ოფიციალური მოხსენებების შემდეგ, საქართველოს მთავრობის წევრებმა დონორების შეკითხვებს უპასუხეს. როგორც ფორუმზე ითქვა, ამჟამად საქართველოში დონორი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული 400-ზე მეტი პროექტი ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 6 მილიარდ ლარს აღემატება.
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)