|
2025-10-28 13:18:47, 1149 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით აგრო-ჰაკათონი AgriHacks 2025 გაიმართა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 25-26 ოქტომბერს, ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართა აგრო-ჰაკათონი AgriHacks 2025. ჰაკათონი მიზნად ისახავდა ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეების მქონე ადამიანების დაკავშირებას კომპანიებთან და ორგანიზაციებთან მათი ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ასევე, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ინოვაციური აზროვნებისა და უნარების განვითარებას, ჩართულობის გაზრდას საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში. წელს, აგროტექნოლოგიურ ჰაკათონზე ახალგაზრდებმა წარმოადგინეს იდეები, რომლებიც სოფლის მეურნეობას ახალ შესაძლებლობებს უხსნის. საბოლოოდ, გუნდებმა წარადგინეს პროტოტიპები ჟიურის წინაშე და გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ბაზისბანკისგან სპეციალური ფულადი პრიზით გუნდი “ARE” დაჯილდოვდა. ბაზისბანკი მუდმივად არის ჩართული პროექტებში, რომლებიც ქვეყანაში აგრო სექტორის მიმართულების განვითარებას უწყობს ხელს და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ინოვაციური იდეების წახალისებას სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)