|
2025-10-26 12:23:47, 2503 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსი ოკუპანტების შედეგად კიევში სამი ადამიანი დაიღუპა 29 დაიჭრა, ამათგან შვიდი ბავშვია
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსი ოკუპანტების კიევზე განხორციელებული დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. 29 მცხოვრები, მათ შორის შვიდი ბავშვი, დაშავდა. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადების თანახმად, დაშავებულებს შორის შვიდი ბავშვია, რომლებიც გოსპიტალიზირებულები არიან. სასწრაფო სამსახურის ცნობით, რუსულმა დრონმა დესნიანსკის რაიონში ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას დაარტყა, რის შედეგადაც ზედა სართულებიდან 13 ადამიანი ევაკუირებული იქნა. სხვა შენობაში დრონმა 16-სართულიან შენობას დაარტყა, პირველიდან მეცხრე სართულამდე ფანჯრები ჩაამსხვრია. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დრონმა კიევის ობოლონსკის რაიონში მაღალსართულიან შენობას დაარტყა, სადაც ხანძარი არ ყოფილა. სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა არ დააკონკრეტა, რომელი შენობები დაზარალდა. უკრაინულმა Telegram არხებმა გამოაქვეყნეს კადრები, სადაც მაღალსართულიან შენობაში მასშტაბური ხანძარია ასახული.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)