15:14 - 13 Aug, 2026
|
2025-10-25 10:10:24, 2270 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევში რუსული დარტყმების შემდეგ ხანძარი გაჩნდა
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქზე რუსული სარაკეტო დარტყმების შემდეგ ქალაქში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. მისი თქმით, დარნიცკის და დესნიანსკის რაიონებში ავტომობილებსა და დაუსახლებელ შენობებს ცეცხლი გაუჩნდა. კლიჩკომ თავის Telegram არხზე დაწერა, რომ დარნიცკის რაიონში, წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრები დაზიანდა და შენობაში სამედიცინო ჯგუფები გამოიძახეს. ადრე კლიჩკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ძალები კიევს ბალისტიკური რაკეტებით ბომბავდნენ. უმაღლესი რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ თავის Telegram არხზე დაწერა, რომ რუსული არმია „კვლავ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ესხმის თავს“. მან გამოაქვეყნა აფეთქებების ამსახველი კადრები.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)