|
2025-10-24 11:57:44, 1027 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომლის მიზანი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება და მეწარმეობის იდეების მქონე ქალების პოტენციალის ხელშეწყობაა, წარმატებით გრძელდება. პროგრამის ინტენსიურ ვორკშოპებზე კიდევ 60-ზე მეტმა ქალმა აიმაღლა კვალიფიკაცია, რითაც შესაძლებლობა მიეცათ, გაძლიერდნენ როგორც ლიდერები და კიდევ უფრო ეფექტიანად მართონ ან წამოიწყონ საკუთარი ბიზნესები. ჯამში პროგრამის მონაწილეთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ჩართულობით უკვე არაერთი წელია, მიმდინარეობს და მასში ასობით ქალმა მიიღო მონაწილეობა. პროგრამის ფარგლებში ვორკშოპები ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და თბილისში ჩატარდა. მონაწილეებმა ექსპერტებისგან პრაქტიკული ცოდნა მიიღეს ბიზნესის მართვის სხვადასხვა ასპექტზე, მათ შორის ფინანსების ეფექტიანად დაგეგმვის, ციფრული მარკეტინგის, გაყიდვების სტრატეგიებისა და რესურსების უკეთ გამოყენების მიმართულებებით. გარდა ამისა, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, მიეღოთ კვალიფიციური რეკომენდაციები, გაცნობოდნენ დაფინანსების მიღების მეთოდებს და გაეფართოებინათ საკუთარი პროფესიული ქსელი. “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა უკვე სამასამდე ქალისთვის იქცა პლატფორმად, სადაც ისინი თეორიულ ცოდნასა და რეკომენდაციებს იღებენ. ესაა მრავალმხრივი პროგრამა, რომელიც ქალებს იდეის განხორციელებიდან უკვე არსებული ბიზნესის განვითარებამდე -სრულყოფილ მხარდაჭერას უწევს და ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარება. პროგრამა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ ჩართულობასაც, რაც შესაძლებლობას აძლევს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მეწარმე ქალებს, შეიძინონ ახალი უნარები და გაიზიარონ თანამედროვე ბიზნესპრაქტიკა”, - ამბობს ეკატერინე ჭურაძე, საქართველოს ბანკის სპეციალური საკრედიტო პროგრამების ხელმძღვანელი. პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)