21:46 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-23 23:52:02, 919 ნახვა

პოლიტიკა
ოცნების მთავრობა განათლების საერთაშორისო ცენტრს ხურავს

ქართული ოცნების მთავრობამ განათლების საერთაშორისო ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი დადგენილება, რომელსაც ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია და 21 ოქტომბრით თარიღდება.

დადგენილების თანახმად, ცენტრის ლიკვიდაციისთვის უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც პროცესს წლის ბოლომდე - 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაასრულებს.

ასევე, დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ ლიკვიდირებული ცენტრის უფლებამონაცვლედ - ქართული ოცნების განათლების სამინისტრო განისაზღვრება.

განათლების საერთაშორისო ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც 2014 წელს დააარსდა. მისი მთავარი მიზანი იყო - სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, ხელი შეეწყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე კადრების განვითარებისა და საქართველოში ახალი ცოდნის ინტეგრირებისთვის.

კერძოდ, განათლების საერთაშორისო ცენტრი მოქალაქეებს აძლევდა შესაძლებლობას, გრანტებითა და სტიპენდიებით მსოფლიო წამყვან უნივერსიტეტებში ესწავლათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics